Monday, April 20, 2015

დღე მე-9

მე-9 დღე ძალიან საინტერესო იყო, რადგან მოვისმინეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, ვიმსჯელეთ პრეზენტაციების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
      შევაჯამეთ მოდული. ტრენინგი ზოგადად იყო ნაყოფიერი, გავიუმჯობესეთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ვისწავლეთ პროექტებზე მუშაობა და გავიგეთ რამდენად მნიშვნელოვანია და  ბევრის მომცემია პროექტზე მუშაობა.  

Saturday, April 18, 2015

დღე მე-8
დღე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით პროექტის ფასილიტაციას და გავიგე, რა მნიშვნელოვანია ის პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლეთ ჩვენი ნაშრომების ატვირთვა ბლოგზე.დიდი მადლობა გვანცას.

Thursday, April 9, 2015

დგე-7

დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავიგე რა მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობისას მოსწავლის ნაშრომის შეფასების ადაპტირება, საჭიროა მოსწავლის თვალით შეხედო პროექტის თემას, რა მნიშვნელობა აქვს პოვერ-პოინტ-ში მუშაობას.

Sunday, April 5, 2015

დღე მე-5

განვიხილეთ მე-3 მოდულის კავშირები, შევაფასეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები, შევქმენით ბიბლიოგრაფიის ფაილი, შევაფასეთ პროექტის გეგმა, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია, გავეცანი უკუკავშირის არსს.


Sunday, March 29, 2015

დღე-3

ვფიქრობ ყველაზე მნიშვნლოვანი დღე იყო, რადგან დავიწყე პროექტის გეგმის გაწერა თავისი სტანდარტებით, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბით, შინაარსით და მიზნებით. სწორედ აქ ჩანს პროექტის სიღრმე. კითხვებზე ბევრი ვიფიქრე და მოვახდინე მისი ფორმულირება, დავრწმუნდი მიმართლების მიმცემი საკვანძო კითხვების მნიშვნელობაზე, მართალია გაკვეთილზე ვიყენებ კითხვებს მაგარმ არა ამ წყობით სადაც საკითხის გაგების დონე გამოკვეთილია. ძალიან მაგარია! 

Saturday, March 28, 2015

დღე მე-2

პუბლიკაციების გაცნობით გავიგე, როგორ უნდა დავიწყო მუშაობა პროექტებზე მოსწავლეებთან. გავიგე რა მნიშვნელობა აქვს ბროშურებს პროექტებზე მუშაობის დაწყებისას, მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად და სხვადასხვა უნარების განსავითარებლად.ვნახეთ ბროშურების ნიმუშები, დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი პროექტებზე მუშაობის აუცილებლობაში.

Sunday, March 22, 2015

დღე-1

რეფლექსია
პირველი დღე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო. გავიგეთ როგორ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების ცოდნა და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, როგორ დავიწყოთ პროექტზე მუშაობა და რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობის დაწყებისას.